შოთი არველაძე: "ჩემი ძმა, ტრავმირებული აჩი წავიდა, კარის უკან დადგა, ხოლო შემდეგ ემოციები ვეღარ შევიკავეთ"

3-06-2020, 23:31

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთი არველაძემ თავისი კარიერის ერთ-ერთი მომენტი სოციალურ ქსელში ემოციურად გაიხსენა.

ეს ისტორია შოთისა და აჩის თურქულ ვოიაჟს ეხება, როცა ისინი "ტრაბზონის" ღირსებას იცავდნენ:

“ეს, ჩემი და აჩის ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. რამდენიმე თურქულმა გვერდმა დადო ეს ფოტო და გამახსენდა ის ემოცია, რომელიც გოლის გატანის და თამაშის დასრულების შემდეგ, აჩისთან ერთად მქონდა. სტამბოლში, ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, გოლს ვერ ვიტანდით. აჩი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა, თუმცა სათადარიგო სკამზე იყო. მეორე ტაიმში, შენოლ გიუნეშს უთხრა, მოწინააღმდეგის კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო. მწვრთნელმა ამის უფლება მისცა და აჩიც კარის უკან, იმ ფეხბურთელებთან ერთად წავიდა ვინც შეცვლაზე შესვლამდე ხურდებოდა. ერთ-ერთ მომენტში, ბურთი კარგად დავიჭირე და გოლი შევაგდე. მახსოვს ძალიან ემოციურად აღვნიშნეთ. თამაშის მერე ყველა გვეხვეოდა და გვილოცადა. ასე იცოდა, ჩემმა საყვარელმა ჯემალ ჩიმაკაძემაც (ჩარლიკამ). როცა მოედანზე ერთად ვიყავით, იტყოდა – წავალ კარის უკან დავდგები, სხივებს გამოვუშვებ და ორივე შეაგდებთო”, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით