ოფიციალური განცხადება

4-06-2020, 23:43

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ოლიმპიური კომიტეტი სასტიკად გმობს ძალადობას და მხარეებს უდანაშაულობის პრეზემფციის დაცვისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხს ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ, განვითარებული მოვლენების გამო. კომიტეტი, განცხადების თანახმად, გმობს ძალადობას, ამასთან, მხარეებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად, შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“, - ნათქვამია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში". - წერია განცხადებაში.

განცხადებას სოციალურ ქსელში ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ავრცელებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით