კიდევ ერთი საფეხბურთო კომპლექსი დასავლეთ საქართველოში

5-06-2020, 10:19

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ეწვია და მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესი დაათვალიერა.

"მიხარია, რომ პროექტი, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, მშენებლობის აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში სოხელ რუხში საფეხბურთო აკადემია აშენდება და მის მშნებლობას სრულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. ასევე მსურს მადლობა ვუთხრა ადგილობრივ ხელისუფლებას, სწორედ მათი დახმარებით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის ჩვენთვის გადმოცემა. პროექტის მიხედვით მოეწყობა სამი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი, განათებით და ტრიბუნით. მსგავსად სფფ-ის სხვა აკადემიებისა, ადგილზე ორი ასაკობრივი გუნდი იცხოვრებს. საფეხბურთო კომპლექსის გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება სხვა საფეხბურთო სკოლებისთვის და სამოყვარულო ფეხბურთისთვის".

მიმაჩნია, რომ რუხის საფეხბურთო აკადემია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მას შემდეგ რაც 2015 წელს პირველად ვიყავი ამ ტერიტორიაზე, აღნიშნული პროექტის განხორციელება პრიორიტეტული იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მშენებლობა ასე აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ ამ პროცესს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა. პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით