სანდრო ტონალი "ინტერში" გადავა

7-06-2020, 16:31

როგორც მოგეხსენებათ, "ბრეშას" ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის სანდრო ტონალისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.

მისი დამტებით არაერთი გუნდი ინტერესდება, თუმცა ფავორიტები "იუვე" და "ინტერი" არიან.

"Sky Sports" "ბებერი ქალბატონის" ქომაგებისთვის არასასურველ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც "ნერაძური" სანდროსთვის ბრძოლაში დაწინაურდა და ტურინელები მასზე კონტროლს კარგავენ.

"ბრეშას" პრეზიდენტის თქმით, ტონალისთვის ბრძოლა სწორედ მილანელებსა და "ბიანკონერის" შორის იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით