ლაუტაროს მსურველთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

7-06-2020, 22:39

"ინტერის" ფორვარდის ლაუტარო მარტინესის მსურველების რიცხვი კიდევ გაიზარდა.

როგორც Marca იუწყება, ზაფხულის სატრანსფერო განჯრისას "ლივერპული", "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" შეეცილებიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბალუგრანას" ხელმძღვანელობა "ინტერის" მესვეურებს ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ, ჟუნიორ ფირპოსა და 70 მილიონ ევროს სთავაზობს.

Transfermarket-ის ცნობით, კატალონიელთა წინადადება იტალიურ მხარეს ხელს აძლევს, რადგან ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო ღირებულება 64 მილიონი ევროა, ხოლო ჟუნიორის - 20 მილიონი.

შესაბამისად, "ბარსელონა" "ინტერისთვის" მარტინესის სატრანსფერო ღირებულებაზე 26 მილიონი ევროთი მეტის გადახდას აპირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით