ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა "ინტერი" არ დატოვოს

21-06-2020, 14:10

"ბარსელონა" უკანასკნელი თვეების მანძილზე აქტიურად ცდილობს, რომ მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი ხელში ჩაიგდოს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კატალონიელები მიზანს ძალიან მიუახლოვდნენ, ტრანსფერის ჩაშლა უფრო და უფრო რეალური ხდება.

Sky Italia წერს, რომ "ნერაძური" 22 წლის შემტევს მანამ არ დაემშვიდობება, სანამ სარფიან წინადადებას არ მიიღებს.

Gazzetta delo Sport-ის ცნობით კი "ლურჯ-ბროწეულისფერებს" უბრალოდ არ აქვთ საკმარისი სახსრები, რომ "ელ ტორო" დაიმატონ.

ასეა თუ ისე, დღეს ლაუტაროს "კამპ ნოუზე" გადმობარგების შანსები გაცილებით შემცირებულია იმასთან შედარებით, ვიდრე ეს ერთი კვირის წინ იყო.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით