კოტე: "ინტერი" ახლა უფრო ძლიერია ვიდრე კარანტინამდე იყო"

21-06-2020, 22:27

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ მის გუნდს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი არ დაუკარგავს.

"თუ "სამპდორიას" დავამარცხებთ, "იუვენტუსთან" სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდება, რაც გადაულახავი დისტანცია ნამდვილად არ არის". –

"ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებას ვაპირებთ".

"კარანტინის დროს კარგად მოვემზადეთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე პაუზამდე იყო", - განაცხადა კონტემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით