ევრობასკეტმა შენგელია "ცსკას" შემადგენლობას მიაკუთვნა

27-06-2020, 17:11

eurobasket.com-ზე მოსკოვის "ცსკას" 2020/21 წლის სეზონის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც ფიგურირებს.

საიტის ინფორმაციით, "არმიელთა" ძირითადი შემადგენლობა ასეთია: დანიელ ჰეკეტი, ნიკიტა კურბანოვი, იოჰანეს ფოგტმანი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მილუტინოვი.

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ უკვე განაცხადა, რომ ანდრეი ვორონცევიჩის გუნდიდან წასვლა იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ქართველის გადაბირებას მოსკოვური გრანდის მესვეურები.

შეგახსენებთ, შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 28 ივნისს "ვალენსიას" შეხვდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

არველაძე ევროპულ გუნდს ჩაიბარებს?

დაგვიმეგობრდით