ადვოკატი განცხადებას აკეთებს: "პოლიციამ იძალადა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე და..."

27-06-2020, 21:15

"საბურთალოს" 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიციამ იძალადა.

"ჩვენების მიცემის დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა პოლიციელებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან.მას მოხვდა თავსა და ზურგში, ამ ინფორმაციას მშობელიც ადასტურებს". - აცხადებს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ დადასტურდება ნებისმიერი სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან, სამართლებრივად იმოქმედებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით