მწვრთნელმა შენგელიას დაუღრიალა: "ეგ მოედანზე გააკეთე" (ვიდეო)

27-06-2020, 21:31

ესპანეთის ჩემპიონატის ნახერფინალური მატჩის დროს, რომელშიც "ბასკონია" "უნიკახას" ხვდებოდა, უცნაური რამ გადახდა თავს "ბასკონიასა" და საქართველოს ნაკრების ლიდერს თორნიკე შენგელიას.

მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე ბასკების წინააღმდეგ მეტოქემ 18:0-ზე გაქცევა მოაწყო, ხოლო "ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა ტაიმ-აუტი, ფაქტობრივად, თორნიკე შენგელიას დასასჯელად აიღო.

"თოკო, ეგ პარკეტზე გააკეთე"- მიმართა ივანოვიჩმა შენგელიას, როცა ქართველმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ ამ თამაშით, რასაც აჩვენებდნენ, წააგებდნენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით