"ტორპედოს" დასაფასებელი ინიციატივა, როგორ წარდგნენ გუნდები მოედანზე (ფოტო)

28-06-2020, 21:29

დღეს, 28ივნისს ეროვნული ლიგის მესამე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა.
"ტორპედოს" ინიციტიავით, გუნდები დღეს მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რითაც ქართველ ექიმებს მადლობა გადაუხადეს.

როგორც იცით, ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ჩემპიონატში მონაწილე ათივე კლუბის წარმომადგენლებს, მატჩების მომსახურე ოფიციალურ პირებსა და მსაჯებს Covid 19-ზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ და ყველას უარყოფითი შედეგი დაუფიქსირდა. მაგრამ სიფრთხილის გამო, ჯერ ტრიბუნაზე მაყურებელს არ უშებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

არველაძე ევროპულ გუნდს ჩაიბარებს?

დაგვიმეგობრდით