რატომ გადავიდა ჰაკიმი "ინტერში", მთავარი მიზეზი ცნობილია

28-06-2020, 18:15

თითქმის დადასტურებულია, რომ აშრაფ ჰაკიმი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

მაროკოელ ფეხბურთელს შეთავაზება ევროპის ერთბაშად რამდენიმე გრანდისგან ჰქონდა- 22 წლის მცველის გადაბირება „მანჩესტერ სიტის“, ლონდონის „ჩელსის“, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „პარის-სენ ჟერმენს“ სურდათ. აშრაფის დაბრუნება მადრიდის „რეალის“ ინტერესებშიც შედიოდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა სერია ა-ს გრანდი აირჩია.

როგორც ირკვევა, ამის მთავარი მიზეზი ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი იყო- მადრიდელები მას დანი კარვახალის გრძელვადიან შემცვლელად მოიაზრებდნენ, ხოლო ზემოთხსენებულმა გრანდებმა მას ამის გარანტია ვერ მისცეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით