მძიმე კადრები: როგორ იძალადეს დაკავებულებმა ფეხბურთელზე (ვიდეო)

28-06-2020, 23:53

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
 
განცხადებასთან ერთად პროკურატურა გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.



შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

პროკურატურამ ჩვიდმეტივეპირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით