გიორგი შაქარაშვილის წერილი დედას, რომელმაც მთელი საქართველო აატირა (ფოტო)

29-06-2020, 00:20

ინტერნეტსივრცეში საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" გარდაცვლილი ახალგაზრდა მოთამაშის, გიორგი შაქარაშვილის მიერ დაწერილი ემოციური წერილი გავრცელდა.

წერილი რამდენიმე წლისწინანდელია, რომელშიც გიორგი დედას სიყვარულის დღეს ულოცავს და "ჭია-კოკონობაზე" ეზოში გაშვებას თხოვს.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

პროკურატურამ ჩვიდმეტივეპირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით