ართურმა "იუვენტუსთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა !

29-06-2020, 11:59

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ართურ მელოს სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში გამგზავრებისა და ტურინის "იუვენტუსის" სამედიცინო ბაზაზე შემოწმების გავლის შემდეგ, შუახაზელმა გრადნთან ოფიციალურად მოაწერა კონტრაქტს ხელი.

ცნობების მიხედვით, ართური სერია ა-ს ჩემპიონთა რიგებში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ანუ 2024/25 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "იუვენტუსმა" პიანიჩისა და 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიიღო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

არველაძე ევროპულ გუნდს ჩაიბარებს?

დაგვიმეგობრდით