გვარდიოლა: "FA თასის მოგება ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა"

29-06-2020, 15:18

„მანჩესტერ სიტი“ FA Cup-ის 1/2 ფინალურ ეტაპზე ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

„ნიუკასლთან“ გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

„ჩვენთვის ამ ტიტულის მოგება ყოველთვის დამატებითი მოტივაციაა. ძალიან კარგი იქნება, თუ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებას იდეალურ კონდიციებში შევხვდებით, ამაში კი FA Cup-ის მოგება ძალიან დაგვეხმარება."-განაცხადა გვარდიოლამ.

1/2 ფინალურ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში, პეპის შეგირდები „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით