სანეს ტრანსფერში "სიტი" "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერის ჩართვას ითხოვს

29-06-2020, 17:35

მოლაპარაკებები გრძელდება. წამყვანი ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "ბაიერნის" მთავარი ამოცანა ზაფხულში ლეროი სანეს შეძენაა.

თუმცა, ბავარიელთათვის გერმანელი ფეხბურთელის ყიდვის პროცესი გართულდება, რადგან "სიტი" ტრანსფერში "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერის დავიდ ალაბას ჩართვას ითხოვს.

მიუხედვად იმისა, რომ ავსტრიელის კონტრაქტი 2021 წლის ივნისში სრულდება, "ბაიერნი" ალაბას გასხვისებას მაინც არ გეგმავს.

ამჟამად "რეკორდმაისტერი" მზადაა "სიტის" სანეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

არველაძე ევროპულ გუნდს ჩაიბარებს?

დაგვიმეგობრდით