ჰაკიმის "ინტერში" ტრანსფერს პრობლემა შეექმნა

29-06-2020, 17:39

როგორც ცნობილია, აშრაფ ჰაკიმი ძალიან დიდი ალბათობით კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

მადრიდული გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ კონტრაქტის პირობებში ერთ საინტერესო დეტალს დაამატებს, რაც მათ მაროკოელი ფეხბურთელის დაბრუნების საშუალებას მისცემს.

როგორც ირკვევა, გუნდს უფლება აქვს 22 წლის ფეხბურთელი დაიბრუნოს, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს 5 წელიწადში მის სანაცვლოდ ყველაზე დიდ შეთავაზებას გააკეთებს.

აღნიშნული პუნქტი „რეალს“ უახლოეს 5 სეზონში ჰაკიმის დაბრუნების საკმაოდ რეალურ საშუალებას მისცემს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით