"ლივერპულის" სატრანსფერო გეგმები

29-06-2020, 20:28

გავლენიანი სპორტული გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" ხელმძღვანელობა არ აპირებს უახლოვესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენას ,რადგან მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არსებული შემადგენლობით კმაყოფილია.

მიუხედავად ამისა, მედიაში სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები ინტერესს იჩენენ ისეთი ფეხბურთელების მიმართ, როგორებიც არიან ჯეიდონ სანჩო, კილიან მბაპე და კალიდუ კულიბალი.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019-20 წლების სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს სადიო მანე, რადგან ის იურგენ კლოპით უკმაყოფილოა. 28 წლის სენეგალელის შეძენის მთავარ პრეტენდენტად მადრიდის "რეალი" ითვლება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით