"ბარსელონაში" სეტიენის ბოლო დღეების ათვლა დაიწყეს

29-06-2020, 20:43

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეთხოვოს მთავარ მწვრთნელს კიკე სეტიენს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ვერ მოიგებს ტიტულს 2019-20 წლების სეზონში. კატალონური გრანდი ორ ტურნირზე აგრძელებს გამოსვლას - ლა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე.

Marca-ს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა დაკარგა ფეხბურთელების ნდობა. კლუბის ხელმძღვანელობაც ასევე უკმაყოფილოა ბოლოდროინდელი შედეგებით. გაჩნდა ინფორმაცია, რომ "სელტასთან" (2:2) მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებს გასახდელში კონფლიქტი ჰქონდათ მთავარ მწვრთნელთან.

"ბარსელონამ" პრიმერას ბოლო ორ ტურში ზედიზედ ორი ფრე ითამაშა და "რეალს" ორი ქულით ჩამორჩა.

61 წლის სეტიენი "ბარსელონაში" 2020 წლის იანვარში მივიდა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით