სარი: "პიანიჩი ბედნიერია, რადგან კარიერას შესანიშნავს გუნდში დაასრულებს"

30-06-2020, 12:06

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მაურიციო სარიმ პიანიჩისა და არტურის ტრანსფერების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

"პიანიში ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან კარიერას შესანიშნავ გუნდში დაასრულებს. ის გადაწყვეტილებით კმაყოფილი უნდა იყოს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, როგორი ადამიანია და ყველაფერი კარგად ექნება".

"პიანიჩისთვისა და არტურისთვის კარგია, რომ მათ კონცენტრირება მიმდინარე სეზონზე შეუძლიათ. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 2 თვე დარჩა, ამიტომ მათ ამჟამინდელ გუნდებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოუწევთ. მოდით, სეზონის ბოლომდე პიანიჩის თამაშით დავტკბეთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ არტური კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს, პიანიჩი კი "ბარსელონაში" ითამაშებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით