არტური: "მსურს "იუვენტუსს" მადლობა გადავუხადო"

30-06-2020, 13:18

23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტურ მელო მისი "იუვენტუსში" ტრანსფერის გაოფიციალურებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა.

"მადლობა "იუვენტუსს", რომელიც ჩემი გუნდში მიყვანით დაინტერესდა. მე დიდ კლუბში მივდივარ. "ბიანკონერიში" ბევრი გამოწვევა მელის.

ახლა აწმყოზე ვარ ორიენტირებული. "ბარსელონაში" დიდი მიზნები გვაქვს და ყველაფერს გავიღებ ჩემი თანაგუნდელებისა და ფანებისთვის.

მადლობა მხარდაჭერისთვის, ხვალ გნახავთ." - დაწერა არტურმა ტვიტერზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

არველაძე ევროპულ გუნდს ჩაიბარებს?

დაგვიმეგობრდით