"ინტერი" სიმშვიდეს ინარჩუნებს

30-06-2020, 16:28

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, პირდაპირპროპორციულად იკლებს ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" აღმოჩენის შანსებიც.

Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ინტერში" დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულში "ბლაუგრანა" უბრალოდ ვერ მოიძიებს საკმარის თანხას, რათა 22 წლის შემტევი დაიმატოს.

"ნერაძურიში" იციან, რომ კატალონიელებს ახლა ფინანსური კრიზისი აქვთ და სწორედ ეს განაპირობებს მათ სიმშვიდესაც.

შეგახსენებთ, რომ "შავ-ლურჯებს" ლაუტაროს სანაცვლოდ ამ ორიდან ერთ-ერთის მიღება სურთ:

გამოსასყიდი თანხა - 111 მილიონი ევრო

85 მილიონი ევრო + ხუნიორ ფირპო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით