"ინტერი" მზადაა მილან შკრინიარი გაყიდოს

1-07-2020, 12:53

CalcioMercato-ს ინფორმაციით, მილანის "ინტერი" თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, მილან შკრინიარის, გასაყიდად მზად არის. იტალიური კლუბი აქამდე აცხადებდა, რომ სლოვაკი მცველი ხელშეუხებელი იყო, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

"პარმასთან" ვერ მოგებული მატჩის შემდეგ, "ინტერი" საჩემპიონო რბოლას ფაქტობრივად გამოეთიშა. მატჩი 3-3 დასრულდა, მილან შკრინიარი კი მოედნიდან გააძევეს. მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის, ამასთანავე კი ჯარიმის სახით 10.000 ევროც უნდა გადაიხადოს.

როგორც ჩანს, "ინტერმა" ამ ინციდენტის გამო სლოვაკ მცველზე გადაწყვეტილება შეცვალა. შკრინიარის დამატებით აქტიურად ინტერესდებიან "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა". 25 წლის მცველის სატრანსფერო ფასი ამჟამად 48 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით