ჰაკიმი "ინტერის" ფეხბურთელია

2-07-2020, 19:27

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერმა" "რეალიდან" "დორტმუნდში" განათხოვრებული მცველი აშრაფ ჰაკიმი გადაიბირა.

იტყობინებიან, რომ ჰაკიმიმ მედშემოწმება გაიარა და მილანურ კლუბთან ხუთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ნერაძურის" მაროკოელის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა და კიდევ 5 მილიონს "რეალს" ბონუსების სახით გადაუხდის.

"ინტერი" ტრანსფერს ოფიციალურად მომავალი სეზონის დაწყების წინ გამოაცხადებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით