ოფიციალურად: მჭედლიძემ "დინამო" დატოვა

2-07-2020, 19:06

ოფიციალური ინფორმაციით, ლევან მჭედლიძემ თბილისის "დონამო" დატოვა.

"ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა "დინამო" დატოვა".

"ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე "დინამოს" გასული წლის სექტემბერში შეუერთდა.

რომელ გუნდში გააგრძელებას კარიერას ლევან მჭედლიძე, ამ დროისთვის, უცნობია.









კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით