ლაუტარო ამ ეტაპზე "ინტერში" დარჩება

4-07-2020, 22:27

რამდენიმე თვის წინ ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენდა და მოვლენები ისე ვითარდებოდა, ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ არგენტინელი ზაფხულში კატალონიურ კლუბში გადმობარგდებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში ამ თემაზე ძალიან ცოტა იწერება.

ნათელი ხდება, რომ "ბარსა" ნელ-ნელა სამიზნეს კარგავს.

Sport ახალ დეტალებს გვაწვდის, რაც ამაში კიდევ უფრო დაგარწმუნებთ. წყაროს ცნობით, "ბარსელონა" კვლავ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა გუნდისგან ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს.

"ბარსას" ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა სურს, თუმცა ჯერ კიდევ არ იციან, "ინტერს" რომელ მოთამაშეებს შესთავაზებენ. გარკვეული არც ისაა, თუ კონკრეტულად რა თანხაზე შეჯერდებიან გუნდები.

ერთ რამ კი ნათელია. ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო მხოლოდ 7 ივლისამდე იქნება, შემდეგ კი "ნერაძური" მას გაზრდის.

თუ "ბარსელონამ" ამ რამდენიმე დღეში ტრანსფერი არ გაჩარხა, შემდეგ ხელიც უნდა ჩავიქნიოთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით