პერესმა ჰავერცის თაობაზე გააწყვეტილება მიიღო

5-07-2020, 12:34

გერმანული BILD-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" კაი ჰავერცის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც წყარო იტყობინება, მადრიელები გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებას 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ.

ტრანსფერის შანსებს ზრდის ისიც, რომ მიუნხენის "ბაიერნი" 20 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლას დროებით ჩამოცილდა, რადგან მიუნხენელები ლეროი სანეზე დიდ იმედებს ამყარებენ.

კვლავ Bild-ის ინფორმაციით, კვლავ ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, მიუნხენური გრანდი ჰავერცს 2021 წლის ზაფხულში მიუბრუნდება, ხოლო ამჟამად მისთვის ბრძოლაში ფავორიტებად "სამეფო კლუბი" და ლონდონის "ჩელსი" ითვლებიან.

ცნობისთვის, "ლევერკუზენი" მის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონიან შეთავაზებას ელოდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით