პერესი ისევ საქმეშია - რა პუნქტი ჩასვა "რეალმა" აშრაფის ტრანსფერში

5-07-2020, 13:49

ფლორენტინო პერესის მაგია ისევ საქმეშია, "რეალის" პრეზიდენტი ტრანსფერებზე ისევ კარგად მუშაობს.

აშრაფ ჰაკიმი უკვე ოფიციალურად "ინტერის" ფეხბურთელია, მადრიდულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 40 მილიონი მიიღო, თუმცა "რეალმა" ის 1 პირობით გაუშვა.

ესპანურმა კლუბმა მის კონტრაქტში შემდეგი პუნქტი ჩასვა - შემდეგი 3 წლის განმავლობაში, "რეალს" ჰაკიმის ყიდვა იმ ფასად შეეძლება, რასაც "ინტერს" სხვა კლუბი შესთავაზებს (იგულისხმება მაქსიმალური შეთავაზება), მადრიდულ კლუბს ყველა სხვასთან შედარებით პრიორიტეტი ექნება.

რამდენიმე ჟურნალისტის განცხადებით, "რეალი" ამას გეგმავს კიდეც, რამდენიმე სეზონში შესაძლოა ჰაკიმი თეთრ მაისურში ვიხილოთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით