იტალიელი ჟურნალისტი: "ბარსა" ლაუტაროსთვის საჭირო თანხას ვერასდროს მოაგროვებს"

7-07-2020, 14:57

ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ბევრი არაფერი თქმულა, "ბარსელონასთვის" არგენტინელი პრიორიტეტად რჩება.

თუმცა კატალონიელთა შანსები უკვე ნაკლებია და ამაზე იტალიელი ჟურნალისტი, პაოლო კონდოც, საუბრობს.

"ბარსა" ლაუტაროსთვის საჭირო თანხას ვერასდროს მოაგროვებს. აქ ყოველთვის დიდი "თუ" არის, რადგან კლუბში არეულობაა. არტური-პიანიჩის დუეტმა გუნდის რთული საბიუჯეტო მდგომარეობა გამოაჩნია", - განაცხადა კონდომ.

შეგახსენებთ, რომ დღეის შემდეგ ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა გაიზრდება, აქამდე კი ის 111 მილიონი ევრო იყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით