"რუსეთიდან სამჯერ დამიკავშირდნენ". - ლექსსენი თორნიკე შენგელიას სკანდალს გამოეხმაურა

10-07-2020, 23:04

ცნობილი ქართველ რეპერი ლექსო ქავთარაძე, იგივე ლექსსენი თორნიკე შენგელიას ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სათამაშოდ მოსკოვის "ცსკაში" გადავიდა, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

"3-ჯერ მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან – პირველად ვამბობ ღიად, უბრალოდ, ციფრის დასახელებას მთხოვდნენ, რამდენი მინდოდა იქ კონცერტებში. 1 წამი ვიფიქრე მხოლოდ, ჩემმა მორალმა არ გამიშვა მე, ასეთი სიღარიბე მირჩევნია-მეთქი და ჩემი სახელმწიფო, ჯერ რომ არ გვაქვს, ის დავაყენე ჩემ შემოქმედებაზე მაღლა.

"მე მე ვარ ალბათ სულელი ვარ და არც იმხელა ცოდნა-განათლება მაქვს, რომ ბევრი ფულის შოვნის ბარიერები ადვილად დავძლიო, ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს თავის გზაზე". - წერს ლექსსენი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით