"ბარსამ" ლაუტაროსთან შეათანხმა, თუმცა ტრანსფერი კოუტინიოზეა დამოკიდებული

11-07-2020, 16:48

კატალონიის "ბარსელონა" რომ მილანის "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.

ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ახალგაზრდა თავდამსხმელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა, ტრანსფერის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

წყაროს ცნობით, "ბარსა" არგენტინელი ფეხბურთელის შესაძენად სახსრებს ეძებს და საამისოდ ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა იქნება საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ბრაზილიელი ნახევარმცველის გასხვისებას მოახერხებენ, მაშინ ლაუტარო "ბარსელონას" რიგებს შეუერთდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით