"ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარას იხსენებს

11-07-2020, 17:26

19 წლის გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი პრეზიდენტი ემოციურად იხსენებს. ტარიელ ხეჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი კარგად აღზრდილი პიროვნება იყო. თამაშის დროს, მოედანზე წაქცეულ მეტოქეს ბოდიშს თვითონვე უხდიდა, ყველას პატივისცემით ექცეოდა.

"ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური თვისება - შემოეკრიბა თავის გარშემო ადამიანები."

"ბევრჯერ მითქვამს: ასე კაცი თავის გვარს ამართლებდეს, პირველად ვნახე-მეთქი. აი, მოედანზეც ასეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, მისი უხეში თამაში არ მახსოვს. ისეთი ლამაზი, სასიამოვნო, აი, შვლის ნუკრივით იყო".

"მოედანზე მეტოქის პატივისცემით გამოდიოდა".

"სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ როცა აგრესიული ფონია, ასეთ ადამიანებს სიკეთეს სისუსტეში უთვლიან. გიორგი ძალიან კარგად აღზრდილი შვილია".

"მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ღირსეულ მშობლებსა და სანათესაოს. ვერ წარმოიდგენთ რა სულგრძელობა გამოიჩინეს, ასეთ მძიმე დროს არავისზე ცუდი არ წამოცდენიათ…"

ტარიელ ხეჩიკაშვილი გიორგი შაქარაშვილის მოგონებისას ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ოცნებობდა საბურთალო 1-ში ეთამაშა, (შაქარა საბურთალო 2-ში თამაშობდა) შემდეგ კი, საზღვარგარეთ აპირებდა კარიერის გაგრძელებას.

ხეჩიკაშვილი იხსენებს ემოციურ მომენტს, როგორ დაატირა ბებიამ შვილიშვილს. თურმე გიორგის სწორედ ბებიისთვის უხარებია, რომ მალე საბურთალო 1-ში ითამაშებდა და შემდეგ ევროპაში გააგრძელებდა კარიერას.

ხეჩიკაშვილი ასევე ამბობს, რომ გიორგი საკმაოდ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმითაც, ახალგაზრდა ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებდა:

"ერთ-ერთ გუნდთან მოილაპარაკეს. კონტრაქტი ბოლომდე გაფორმებული არ იყო, მაგრამ ჩამოვიდა, რომ საბურთალოსთან მოეგვარებინა ურთიერთობები. ამის შემდეგ სავარაუდოდ, დაბრუნდებოდა ევროპაში და დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ არაგვში აღმოჩნდა", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით