"ჩელსი" ჰავერცის დაკარგვასთან ახლოსაა

12-07-2020, 15:50

მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" უკვე დიდი ხანია, რაც კაი ჰავერცის დამატებით არის დაინტერესებული და ეს თემა ბოლო დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

ამის მიუხედავად, არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ "არისტოკრატებმა" ახალგაზრდა გერმანელი ვარსკვლავის შეძენა ვერ მოახერხოს. მიზეზი კი პრემიერლიგაში არადამაჯერებელი გამოსვლაა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ვერ მოახერხებს, მაშინ ჰავერცი უარს იტყვის ინგლისის დედაქალაქში გადაბარგებაზე.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა გერმანელი ნახევარმცველისთვის ყველაზე პრიორიტეტული სწორედ ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით