ლა ლიგაში ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა

12-07-2020, 21:42

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩი, რომელშიც "ლევანტამ" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

"ღამურების" მხრიდან დებიუტი ჰქონდა ქართველ ლეგიონერს, გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც ძირითად გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა.

21 წლის ნახევარმცველი მინდორზე 89-ე წუთზე შემოვიდა და რამდენჯერმე მოახერხა კიდეც სიტუაციის გამწვავება.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ქართველი მოთამაშე, რომელმაც ლა ლიგაში იასპარეზა შოთა არველაძეა, რომელიც ქოჩორაშვილის მსგავსად "ლევანტეს" ღირსებას იცავდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით