შოთა არველაძე ქართველის დებიუტს ლა ლიგაში ძალიან ემოციურად გამოეხმაურა

13-07-2020, 09:48

ლა ლიგის 36-ე ტურში "ლევანტეს" რიგებში ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა. ის 89-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მინდორზე და მატჩის ბოლო 5 წუთი გაატარა.

აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე გამოეხმაურა.

"დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე. საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის ლევანტეში და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს" - წერს ქართველი ლეგენდა სოციალურ ქსელში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით