განთავისუფლების შემთხვევაში "ინტერი" კონტეს სოლიდურ თანხას გადაუხდის

13-07-2020, 16:17

Carriero Delo Sport-მა მილანის "ინტერისა" და მისი მთავარ მწრთვნელს, ანტონიო კონტეს, შორის შეთანხმების დეტალები გაამხილა.

როგორც ირკვევა, მწვრთნელის განთავისუფლების შემთხვევაში, მილანურ კლუბს მისთვის 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამასთანავე, კონტე იტალიური სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია - მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს.

მიუხედავად ასეთი პირობებისა, "ინტერი" მაინც განიხილავს სპეციალისტის განთავისუფლების საკითხს და მის შემცვლელებად მასიმილიანო ალეგრის, მაურისიო პოჩეტინოსა და უნაი ემერის მოიაზრებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით