"მანჩესტერმა" ალექსის სანჩესს ფასი დაადო

16-07-2020, 17:13

როგორც ჩანს, მანჩესტერ "იუნაიტედმა" ჩილელი გარემარბის, ალექსის სანჩესის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მანჩესტერელებმა 31 წლის ფეხბურთელს სატრანსფერო ფასი დაადეს და მზად არიან ის 20 მილიონი გირვანქას სანაცვლოს დათმონ.

მოგეხსენებათ, ამჟამად სანჩესი "ინტერის" ღირსებას იცავს იჯარის წესით და ყველაზე დიდი სურვილი მისი შეძენის სწორედ იტალიურ გრანდს აქვს.

წყაროს ცნობით, "ნერაძური" მზად არის სანჩესის სანაცვლოდ ზემოხსენებული თანხა გადაიხადოს და დიდი ალბათობით, ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულს შედგება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით