"ინტერი" კრისტიან ერიქსენის გასაყიდად მზადაა

16-07-2020, 19:26

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მილანის "ინტერი" კრისტიან ერიკსენის გასაყიდად მზადაა.

28 წლის ნახევარმცველი "ნერაძურის" რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, თუმცა, კლუბში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და არ არის გამორიცხული, სულ მალე ის სხვა გუნდის მაისურით ვიხილოთ.

წყაროს ცნობით, მილანური კლუბი ერიკსენს იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ თავად "ინტერმა" დანიელი ნახევარმცველი იანვარში, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით