ლაუტაროს თაობაზე მოლაპარაკებები ჩემპიონთა ლიგის შემდეგ განახლდება

21-07-2020, 19:51

ყველასთვის ცნობილია, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" მთავარი სამიზნე არგენტინელი ლაუტარო მარტინესია.

"ინტერის" შემტევის დამატებას კატალონიელები აქტიურად ცდილობენ, თუმცა მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ დაიწყება.

იტალიელი ჟურნალისტის, სანტი ოვალეს თქმით, ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე "ბარსელონას" და "ინტერს" შორის მოლაპარაკებები არ დაიწყება.

ასევე მან დაამატა, რომ ლაუტაროს და "ბარსას" შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ესპანური კლუბი მის ტრანსფერს პოზიტიურად უყურებს.

წლევანდელ სეზონში, ლაუტაროს ანგარიშზე 18 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით