თბილისის "დინამოდან" 3 ფეხბურთელი წავიდა

21-07-2020, 15:22

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის თბილისის "დინამოს" რიგები სამმა ფეხბურთელმა დატოვა.

ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი ესპანეთშია და საქართველოში პანდემიის გამო ვერ გამოდის, სწორედ ამიტომ კონტრაქტი მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

გუნდიდან ასევე წავიდა დაფე, რომელიც კარიერას იჯარის წესით "სამტრედიაში" გააგრძელებს.

დაფეს გარდა გუნდმა ასევე იჯარის წესით გაუშვა გიორგი მოისწრაფიშვილი. ახაგაზრდა ფეხბურთელი "თელავში" ითამაშებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით