იბრაჰიმოვიჩმა კარიერა შესაძლოა სერია ბ-ში გააგრძელოს

21-07-2020, 23:26

ლეგენდარული შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, მომავალ სეზონში იტალიის სერია ბ-ში ვიხილოთ.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "მონცას" ახალი მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი საკუთარ გუნდში ვეტერან თავდამსხმელს ეპატიჟება.

აღნიშნული ინფორმაცია ანდრეა გალიანიმაც დაადასტურა.

"ჩვენ გასულ კვირაში ვესაუბრეთ ზლატანს და ჩვენი გეგმები გავანდეთ. მიზანი სერია ა-ში აღზევებაა და ვფიქრობთ, ის დიდ წვლილს შეიტანს ამაში." - აცხადებს გალიანი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით