ზლატანი: "ჩემი მოსვლა სატურნირო ცხრილზე აისახა"

22-07-2020, 21:47

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "სასუოლოსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (2:1) გუნდში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა და "მილანმა" სწორედ მისი წყალობით გაიმარჯვა.

"რთულ მატჩში გავიმარჯვეთ, გუნდთან, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. წარმატებას მივაღწიეთ, სეზონი კი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ წინ მივდივართ და მიზნად მეხუთე ადგილის დაკავება გვაქვს დასახული".

"კლუბში სამი მატჩი და ათი დღე დამრჩა. შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი, ჯერ ჩემთან არავის ულაპარაკია. მუშაობას ვაგრძელებ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. "მილანში" ჩემი მოსვლა სატურნირო ცხრილზე აისახა", - ციტირებს ზლატანის სიტყვებს Football Italia.

მიმდინარე სეზონზე 38 წლის ფეხბურთელმა "მილანის" შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ნებისმიერი ასაკის მოთამაშისთვის შესანიშნავი შედეგია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით