კონტე: "მეორე ადგილზე გასვლა ლუზერების ჩემპიონობას ჰგავს"

23-07-2020, 14:51

გუშინ იტალიის სერია ა-ს შეხვედრა გაიმართა, სადაც მილანის "ინტერმა" ფლორენციულ "ფიორენტინას" უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჩემთვის მეორე ადგილზე გასვლა არაფერს წარმოადგენს. ეს ფაქტობრივად ლუზერების ჩემპიონობაა. სხვები შეიძლება ამას შეეგუონ, მაგრამ, ჩემი მოთამაშეებისგან ყოველთვის მეტს ველოდები." - აცხადებს კონტე.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "იუვენტუსი" მომდევნო ტურში "უდინეზეს" დაამარცხებს, მაშინ გუნდი მორიგ სკუდეტოს გაიფორმებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით