"ინტერი" ლაუტაროსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

23-07-2020, 21:11

მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდი, ლაუტარო მარტინესი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

"ნერაძურის" პრეზიდენტმა, ჯუზეპე მაროტამ აღნიშნული ინფორმაცია პრესასთან საუბარშიც დაადასტურა.

"განვიხილავთ ახალგაზრდა მოთამაშეებთან ახალ კონტრაქტებს. რაც ყველაზე მთავარია, მათ შორის არის ლაუტაროც. ის მილანში თავს ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს." - აცხადებს მაროტა.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესის დამატება ყველაზე მეტად კატალონიის "ბარსელონას" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით