კონტე: "დამარცხებულებში პირველები ვართ"

23-07-2020, 18:09

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "ფიორენტინასთან" ნულოვანი ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ მედიი სწარმომადგენლებს გაესაუბრა.

"დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა არ გაგვიმართლა და გოლი ვერ გავიტანეთ. "ფიორენტინა" კი შექებას იმსახურებს, თავი კარგად დაიცვეს, თუმცა მიმაჩნია, რომ მეტი დავიმსახურეთ".

"როდესაც ქულებს კარგავ, ეს ნიშნავს, რომ ნაკლოვანებები გაქვს. ვცდილობთ ვიმუშაოთ მენტალიტეტზე, მკვლელის ინსტიქტი უნდა გვქონდეს თუ გვინდა, რომ რაიმეს შესახებ ამბიცია გაგვაჩნდეს. თუ ფეხბურთელები ამ შედეგით იმედგაცრუებულნი არიან, ბედნიერი ვარ, ეს ნიშნავს, რომ მათში პატარა რამეს ვტოვებ".

"მეორე ადგილზე გასვლა ნიშნავს, რომ დამარცხებულებში პირველი ხარ. გასაგებია, რომ არსებობს ხალხი, რომლებიც ამით კმაყოფილები არიან, მაგრამ ჩემთვის მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს. ისტორიას გამარჯვებულები წერენ და დანარჩენები ამ ისტორიას კითხულობენ. მეორე ადგილი ჩემს ცხოვრებას არ ცვლის", - განაცხადა კონტემ.

"ინტერი"  სეზონის ფინიშამდე 3 ტურით ადრე მესამე საფეხურზეა და "ატალანტას" ერთი ქულით ჩამორჩება.

სკუდეტოს ბედი კი პრაქტიკულად გარკვეულია, "იუვენტუსს" შეუძლია დღეს "უდინეზეს" ძლევით ზედიზედ მეცხრე ჩემპიონობა გაიფორმოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით