მაროტა: "ლაუტაროსთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვფიქრობთ"

23-07-2020, 16:48

Sky Sports Italia-სთან საუბრისას, ჯუზეპე მაროტამ ახალი ინფორმაცია დაადასტურა. "ინტერის" სპორტული დირექტორის თქმით, კლუბი უამრავ მოთამაშესთან ცდილობს კონტრაქტის გახანგრძლივებას, მათ შორის კი არის ლაუტარო მარტინესიც.

"ამჟამად კონტრაქტის გახანგრძლივებას ბევრ მოთამაშესთან განვიხილავთ, განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებთან, რომლებთანაც დიდხანს გვსურს მუშაობა, მათ შორის არის ლაუტარო მარტინესიც.

ამ ყველაფერს ჩვენ მშვიდად, აჩქარების გარეშე ვაკეთებთ, რადგან მოთამაშეებს ვენდობით.

ლაუტარო ბედნიერია, რომ ეს მაისური აცვია, ხელსაყრელ მომენტში კი მის მომავალს განვიხილავთ." - განაცხადა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ არგენტინელი ფორვარდია, ბართომეუ მის შეძენას ძალიან აქტიურად ცდილობს.

ბოლო პერიოდში, რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ "ინტერი" ლაუტაროსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, ეს კი როგორც ჩანს სიმართლე აღმოჩნდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით