პეპე მაროტა: "ეს უბრალოდ ზღაპარია"

26-07-2020, 15:10

"ინტერის" დირექტორმა, ბეპე მაროტამ, დღეს დილას გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. რამდენიმე იტალიური წყაროს ცნობით, მილანური კლუბი ლიონელ მესის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა მაროტამ ეს ყველაფერი კატეგორიულად უარყო.

"მესი ინტერში ? ეს ფანტაზიის ნაყოფია. ის არ არის ჩვენი სამიზნე, ჩემი აზრით, ის კარიერის ბარსელონაში გაგრძელებაზე ფიქრობს." - განაცხადა მაროტამ.

ლეოს "ინტერში" ტრანსფერი მამამისის ქმედებამ გამოიწვია. ხორხე მესიმ სახლი იტალიაში იყიდა, რამაც მედიას ამ ტრანსფერზე დაფიქრების საფუძველი მისცა.

როგორც Sky Sports Italia-მ აღნიშნა, ხორხე იტალიაში მხოლოდ გადასახადების გამო გადავიდა, რადგან ესპანეთთან შედარებით, იტალიაში გადასახადები ბევრად დაბალია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით