გიორგი ლორია: "გაოცებული დავრჩი, როცა ეს გავიგე"

29-07-2020, 13:46

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონის ტიტული "ომონიას" ჩააბარეს და "ანორთოსისი", რომლის ღირსებასაც ლორია იცავს, მეორე ადგილს დასჯერდა, გიორგი მაინც ერთხმად აღიარეს საუკეთესოდ.

ლორიამ აღნიშნული მიღწევის შესახებ ლაშა დვალიშვილის გადაცემაში ისაუბრა.

"შანსი გვქონდა, ჩემპიონები გავმხდარიყავით, თუმცა სამწუხაროდ ტიტულისთვის ბრძოლის საშულება არ მოგვცეს".

"პირადი აღიარება ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. საუკეთესო მეკარეობა უცხო ქვეყანაში იოლი არ არის. ძალიან გამიხარდა და სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო". - აცხადებს ლორია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით