ხეჩიკაშვილი: "შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ, როცა ამ სტადიონზე პატარა ანგელოზები დაფრთიანდებიან"

29-07-2020, 14:05

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, ლაშა დვალიშვილის საავტორო გადაცემა "სპორტალში", საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საკუთარი ინიციატივა გააჟღერა.

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ერთ-ერთ სტადიონს, რომელიც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა.

ასევე, პერმანენტულად გაიმართება გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირიც, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მიიღებს.

"მისი (გიორგი შაქარაშვილის) მშობლები გაიხარებენ იმით, რომ ამ სტადიონზე მასავით პატარა ანგელოზები დაფრთიანდებიან", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით